პროექტი
პროექტის აღწერა
ჩემი ინიციატივით, შევქმენი პროგრამა, რომლის მიზანი იყო ბავშვების დახმარება ინგლისური ენის უკეთესად ათვისებაში. ვეხმარებოდი მათ, რომ მათთვის სწავლის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და საინტერესო ყოფილიყო.
როდესაც ბავშვებს ვასწავლიდი, ვცდილობდი რომ გაკვეთილები არ ყოფილიყო მხოლოდ თეორიული, არამედ უფრო ინტერაქტიული და პრაქტიკული. შევქმენი მარტივი, მაგრამ ეფექტური სწავლების მეთოდები, რომლებიც მათ ეხმარებოდა ენის სწორად შესწავლაში. ჩემი მიზანი იყო, რომ თითოეული მათგანი აქტიურად ჩართულიყო სასწავლო პროცესში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროცესში მეც მუდმივად ვსწავლობდი და გამოცდილებას ვიძენდი. ჩემი მეთოდები და მიდგომები მუდმივად იცვლებოდა რადგან ვაკვირდებოდი ბავშვების საჭიროებებს. ეს გამოცდილება ჩემთვის გახდა შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ სხვებისთვის მიმეწოდებინა ცოდნა, არამედ ჩემი შესაძლებლობებიც გამეუმჯობესებინა და შემეძინა გამოციდლება.