პროექტი
პროექტის აღწერა
ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნით, სკოლაში მოვიწვიეთ მეწარმე, რომელიც კახეთში აწარმოებს ხორბლის ნატურალურ პურს. შეხვედრის დაწყებამდე მოსწავლეებს ჩავუტარეთ საინფორმაციო პრეზენტაცია ადგილობრივი ხორბლის უნიკალურ ჯიშებზე, ნიადაგზე, ტრადიციულ სოფლის მეურნეობასა და კახეთის მრავალსაუკუნოვანი მიწათმოქმედების კულტურაზე. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ ადგილობრივ მეწარმეს, რომელმაც გააცნო პურის წარმოების პროცესი, ხორბლის მოყვანიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე. მეწარმემ ისაუბრა ეკოლოგიურობასა და ნატურალური პროდუქტის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე ახალგაზრდა თაობისთვის მეწარმეობის შესაძლებლობებზე.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ადგილობრივი წარმოების დაფასებისა და მხარდამჭერი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, აგრეთვე თანამედროვე აგრო-მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.