პროექტის დეტალი

22 აპრილი დედამიწის დღე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 16, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 4
პროექტი

პროექტის აღწერა

22 აპრილს, დედამიწის დღის ფარგლებში, ჩემი ინიციატივით ორგანიზებული ეკო-შეხვედრა ჩავატარე დაწყებით კლასების მოსწავლეებისთვის. ეკო-კლუბთან ერთად გავმართე ინტერაქციული სესია, ხოლო თავად შევქმენი პრეზენტაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის შექმნას, შეხვედრის დაგეგმვასა და ჩატარებას ჯამში რამდენიმე საათი დავუთმე. მიზანი: მცირე ასაკიდან დაწყებული გარემოსადმი ემპათიის გაღვივება, ეკო-ჩვევების ჩამოყალიბება და პასუხისმგებლობით სავსე ახალგაზრდობის გაზრდა. ბენეფიციარები: დაახლოებით 35 დაწყებითი კლასის მოსწავლე. დრო: დაახ. 4 საათი: პრეზენტაციის მომზადება, აქტივობების დაგეგმვა, შეხვედრის ჩატარება. შედეგები / უნარები: მოსწავლეებმა გაიგეს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა, ისწავლეს პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა ბუნების მიმართ და ჩაერთვნენ პრაქტიკულ აქტივობებში. მე და ეკო-კლუბის წევრებმა განვივითარეთ ლიდერობის, პრეზენტაციის შექმნის, კომუნიკაციისა და ღონისძიების ორგანიზების უნარები. შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა სკოლის ეზოში ნერგების დარგვა — ეკო-ინიციატივის გასაგრძელებად.