პროექტი
პროექტის აღწერა
24 აპრილს გუთურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ერთად ორგანიზებული იყო გამწვანების აქცია „დავრგოთ ხე და ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“. სკოლის საზოგადოება აქტიურად ჩაერთო, ხოლო ღონისძიება წარიმართა ორგანიზაცია „ეკოხედვა – Ecovision“-ის მხარდაჭერით. აქციის ფარგლებში სკოლის ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგები.
მიზანი:
ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, კლიმატის ცვლილების პროცესებისგან გამომდინარე საფრთხეების შემცირება და ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა პრაქტიკული გზით ისწავლონ გარემოზე ზრუნვა.
ბენეფიციარები:
დაახ. 40 მოსწავლე, მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოება.
დრო:
აქტივობისგანხორციელებას ჯამში 1.30 საათი დაეთმო
შედეგები / უნარები:
გამწვანდა სკოლის ტერიტორია და გაუმჯობესდა სკოლის სივრცე;
მოსწავლეებმა განივითარეს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა და პრაქტიკული ჩვევები;
გაძლიერდა სკოლასა და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა;
ღონისძიებამ გაზარდა საინიციატივო აქტივობებში ბავშვების ჩართვა და ეკო-კულტურის გავრცელება.