პროექტი
პროექტის აღწერა
ჩემი მოხალიაებრივი პროექტი ეხებოდა გოგონების გაძლიერებას და განვახორციელე პროექტი: "გლოუ კლუბი მეორე ნაკადი" აღნიშნული ჰელფიბგ ჰენდთან და გლოუსთან თანამშრომლობით განვახორციელე
თანამედროვე საზოგადოებაში სამწუხაროდ ისევ ხშირად ვაწყდებით გოგონების მიმართ არასწორ დამოკიდებულებებს, რაც ხშირად აისახება მათ განვითარებაზე როგორც კარიერულ განვითარებაზე ასევე მენტალურ განვითარებაზე, გარდა ამისა ვინაიდან ერთერთ მოწყვლად ჯგუფზე მქონდა მხოლოდ აქცენტი გაკეთებული გადავწყვიტე ეს შემეცვალა და აღმოვაჩინე რომ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს როგორიცაა შშმ პირები არ აქვთ ხშირი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან რაც ქმნის ჯგუფებს შორის არასწორ და მცდარ დამოკიდებულებებს
ამის შედეგად ჩამოვაყალიბე მოხალისე გოგონათა კლუბი რომელიც მოიცავდა კვირაობით საინფორმაციო შეხვედრებს და ხუთშაბათობით ვიზიტებს სხვადასხვა ცენტრებში როგორიცაა: სოც. თერაპიის სახლი, კათარზისი...
საინფორმაციო შეხვედების დროს განვიხილავდით აქტუალურ საკითხებს როგორიცაა: ადამიანთა უფლებები, ქალთა უფლებები, მოწყვლადი ჯგუფები, ფემინიზმი, დროის მენეჯმენტი, კარიერული გზა, მოხალისეობა...
შეხვედრების დროს ინფორმაცია წარმოდგენილი იყო პრეზენტაციის სახით, აგრეთვე ყოველ შეხვედრაზე გვქონდა დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები და დისკუსიები.
ხოლო ვიზიტების დროს, ვსტუმრობდით სხვადასხვა ცენტრებს, ვიცნობდით როგორც ცენტრების სტრუქტურასა და მუშაობას, ასევე იქ მყოფ შშმ პირებსა და ხანდაზმულებს, რაც ორივე მხარისთვის სასიამოვნო პროცესი იყო ვინაიდან, ვიზიტების დროს გვქონდა სხვადასხვა თამაშები და მხიარული საუბრები ბენეფიციარებთან.
კლუბის დახურვის შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
კლუბის განმავლობაში ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა და 4 ვიზიტი
კლუბმა მოიცვა: 15მდე ახალგაზრდა გოგონა მონაწილე, 30მდე ბენეფიციარი და 3 ცენტრი.
მოხალისეობრივი საათები:75 საათი
თვე: მაისი-ივნისი