პროექტი
პროექტის აღწერა
თბილისში, ახალგაზრობის სააგენტოს ბიბლიოთეკაში ერთი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ ტარდებოდა დებატების კლუბი. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა დებატის ფორმატებს და მიიღეს მონაწილეობა შიდა დებატებში. მონაწილეებმა გამოიმუშავეს და განივითარეს კრიტიკულად აზროვნების, საჯაროდ გამოსვლისა და ჯგუფური მუშაობის უნარები.
შესრულებული საათების განაწილება:
სივრცისა და ყველა საჭირო ინვენტარის მოძიება- 10 საათი;
სარეგისტრაციოს გამზადება, მონაწილეების აპლიკაციების გადარჩევა, დაკავშირება (დარეკვა, მეილების გაგზავნა), საკომუნიკაციო ჩატის გაკეთება და მასალების გაზიარება-7 საათი;
ჩატარდა 7 შეხვედრა თითო 2 საათი (დებატების ახსნა, ჩატარება, აქტივობები)-14 საათი;
თითოეული შეხვედრისთვის დღის განრიგის გაწერა, აქტივობების მოფიქრება, პრეზენტაციის გამზადება და შეხვედრისთვის საჭირო მასალების მობილიზება- 24 საათი;
მონაწილეებთან კომუნიკაცია, დახმარების გაწევა (შეხვედრების ფარგლებში ვაძლევდით ე.წ საშინაო დავალებებს და გამომდინარე აქედან მათთან ხშირად ხდებოდა კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხებზე)- 6 საათი;
სერტიფიკატების დამზადება, დიზაინის შექმნა, გაგზავნა-11 საათი.