პროექტი
პროექტის აღწერა
საავიაციო სწავლების ფარგლებში, აქტიურად ჩავერთე სიმულაციებში, სადაც დაახლოებით 4 საათი დავუთმე გრიმის გაკეთებასა და სიმულაციებში მონაწილეობის პროცესს. ამ პერიოდში ვუწევდი ფსიქოსოციალურ დახმარებას მონაწილეებს და მოვახდინე მათი მხარდაჭერა სტრესულ სიტუაციებში. ასევე ვიყავი ლიდერ-მოხალისე ჩემი გუნდისთვის, რომელიც მხარს უჭერდა სხვა მონაწილეებს, რათა პროცესები უფრო ეფექტური და უსაფრთხო ყოფილიყო.
პარალელურად, ხუთი დღის განმავლობაში გავიარე სხვადასხვა ტრენინგები, ჯამში 120 საათი, მათ შორის კატასტროფების ეროვნული გუნდის ტრენინგები, ფსიქოსოციალური ტრენინგები სიმულაციებით და სხვა პრაქტიკული სესიები. ტრენინგებმა მომცა უნარები, როგორ გავართვა თავი კრიზისულ სიტუაციებს, როგორ დავეხმარო ადამიანებს ემოციურად და როგორ გავზარდო გუნდის ეფექტურობა.
ეს გამოცდილება იყო განსაკუთრებულად ღირებული — მე შევძელი პრაქტიკული ცოდნის გაძლიერება, ლიდერობის უნარების განვითარება და ჩემი ცოდნის რეალური გამოყენება