პროექტი
პროექტის აღწერა
ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაგეგმილი ბანაკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული გამოცდილება. ხუთი დღის განმავლობაში გავიცანი ახალი ბავშვები, დავმეგობრდი, გამოვავლინეთ საკუთარი შესაძლებლობები და თან დავეხმარე ლიდერებს სხვადასხვა აქტივობის ჩატარებაში. ეს ბანაკი იყო როგორც პიროვნული ზრდის, ისე გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერების შესანიშნავი შესაძლებლობა.