პროექტი
პროექტის აღწერა
ახლაც აქტიურად ვაგრძელებ იმ გარემოსდაცვით მოხალისეობრივ საქმიანობას, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ჩემი იდეითა და ხელმძღვანელობით დაიწყო. პროექტი „სუფთა გარემო — ჩვენი ჯანმრთელობაა“, რომლისთვისაც 960 ლარის ოდენობის გრანტი მოვიგე, მიზნად ისახავდა ჩემს სოფელში, ზემო მაჩხაანში ნარჩენების გადამუშავების კულტურის დანერგვას.
პროექტის ფარგლებში სოფელში შეიქმნა ნარჩენების გადამუშავების სისტემა და დაიწყო რეგულარული დასუფთავების კამპანიები. როდესაც დავწერე პროექტი, მიზნად მქონდა რომ ამ საქმიანობას და კულტურას ჩემს სოფელში ფესვი ღრმად გაედგა და პროექტი განხორციელებულიყო არა 2-3 ან 1 წლის განმავლობაში, არამედ სამუდამოდ. მე და ჩემი მოხალისეების გუნდი დღემდე ვახორციელებთ დასუფთავების აქციებს, ვაგროვებთ პლასტმასის ბოთლებს და ნარჩენებს, მათ ორგანიზებას ვუწევთ და ვახარისხებთ, შემდეგ კი მიგვაქვს ჩვენს პარტნიორ კომპანია — „ტენეში“, რომელთანაც უკვე წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ.
წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, შეგროვებული ნარჩენები გადავცვალეთ ქულებში და ეს ქულები გამოვიყენეთ ჩვენი სკოლის ტექნოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. შედეგად სკოლამ მიიღო უსბ სადენები და მცირე ტექნიკური რესურსები, რაც აუმჯობესებს სასკოლო გარემოს ინოვაციურობას და მოსწავლეებს მეტ შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ წლების წინ ზემო მაჩხაანის სკოლა დაიწვა, და ჩვენს ბიბლიოთეკაში კვლავაც ვერ მოხერხდა უწინდებური წიგნების რაოდენობის დაბრუნება. შესაბამისად პლასტმასის და სხვადასხვა ნარჩენების ჩაბარებით, ვღებულობთ ქულებს რომლის დახმარებითაც ვიძენთ ონლაინ ლაბორატორიასა და წიგნებს.
ამ ინიციატივამ სოფელში დანერგა გრძელვადიანი, ეკოლოგიური, ნარჩენების გადამუშავების კულტურა, ხოლო მისი განმტკიცება ჩემთვის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.