პროექტის დეტალი

სპორტული ორიენტირი - მოხალისე კოორდინატორი (Helping Hand)

გამოყვეყნების თარიღი: Nov 17, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 25
პროექტი

პროექტის აღწერა

  ვადები: 5,6,8 და 9 ოთხი დღის განმავლობაში ვიყავი მოხალისე კოორდინატორის პოზიციაზე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ორიენტირზე, სადაც მთელი ღონისძიების განმავლობაში პასუხისმგებელი ვიყავი მოხალისეების მობილიზებასა და ორგანიზებაზე. ჩემი ამოცანა იყო სარეზერვო და უკვე შერჩეული მოხალისეების ეფექტური გადანაწილება სხვადასხვა ლოკაციებზე, მათი აქტივობების კონტროლი და კოორდინაცია, რათა გარბენის პროცესი შეუფერხებლად გამართულიყო. მოხალისეები ,და მათშორის მეც, იყვნენ გადანაწილებულნი რამდენიმე მნიშვნელოვან წერტილზე, ხოლო ჩემს მოვალეობაში შედიოდა, რომ თითოეულ ჯგუფს ჰქონოდა მკაფიო მითითებები, ეცოდინათ საკუთარი როლი და დროულად მოეხდინათ რეაგირება ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში. ამასთანავე, მთელი ღონისძიების განმავლობაში ჩვენ ვზრუნავდით გარბენისთვის საჭირო ტექნიკური აპარატურის უსაფრთხოებაზე. ამაში იგულისხმება მოწყობილობების კონტროლი, მათი დაზიანების თავიდან აცილება და ორგანიზატორებთან უწყვეტი კომუნიკაცია. ეს გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო, რადგან მასწავლა პასუხისმგებლობის გაწევა მაღალი დატვირთვის პირობებში, სხვადასხვა გუნდთან მუშაობა და ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვა. სპორტული ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, თითოეული წუთი და თითოეული დავალება მნიშვნელოვანი იყო, ხოლო მოხალისეების კოორდინაციის პროცესში ვხედავდი, როგორ ახდენდა ჩემი გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას გარბენის მიმდინარეობაზე. დეტალები: 1 დღე - ბავშების მობილიზება და 07:30 ზე შეკრება, რიყის პარკი 6სთ 2 დღე - ბავშების მობილიზება და 07:30 ზე შეკრება, მუხიანის პარკი 6სთ 3 დღე - ბავშების მობილიზება და 07:30 ზე შეკრება, კოჯრის ტყე 6სთ 4 დღე - ბავშების მობილიზება და 07:30 ზე შეკრება, კოჯრის ტყე 7სთ ჯამში 25 სთ