პროექტი
პროექტის აღწერა
3 თვის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ჩემს რიგით მეორე სამენტორო ჯგუფს ჰელფინგ ჰენდში. ამ სამი თვის განმავლობაში მყავდა ჯგუფი, რომელიც შედგებოდა 8 ადამიანისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ჯგუფი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებით, გადავწყვიტე ძირითადი კონცენტრაცია მქონოდა ონლაინ აქტიურობაზე. ჯამში ჩავატარეთ 4 შეხვედრა გარემოს დაცვაზე, შევქმენით ინდივიდუალური პოსტერები აგრეთვე გარემოს დაცვაზე და ცნობიერების ასამაღლებლად გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პოსტერების შეჯიბრი. ჯამში შემოგვივიდა 35 პოსტერი 10 სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. გამარჯვებულების გამოსავლენად ჩავატარეთ შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ მოხალისეობის მნიშვნელობა და პრიზები გადავეცით მონაწილეებს.
ამ პროექტის ფარგლებში გვქონდა 3 ვიზიტი დღის ცენტრში და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში და შევქმენით ქართული ენის სასაუბრ კლუბი, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას, რათა საზოგადოებაში ნავიგაცია და ინტეგრირება გამრტივებოდათ.
მოხალისეების მობილიზებამ და ორგანიზებამ 40 საათი შეადგინა, რადგან ეტაპობრივად გვიერთებოდნენ და თითო მონაწილისთვის ინდივიდუალური შეხვედრის ჩატარება იყო საჭირო. ამ საათებში ითვლება ყოველკვირეული პროგრესისა და აქტივობების გაწერის შეხვედრი.
ვიზიტებმა ჯამში 12 საათი შეადგინა (დღის ცენტრებთა კონტაქტი, ლოჯისტიკის გაწერა და აქტივობების გაწერა)
პოსტერების შეჯიბრი:
პროექტის გაწერა 2.5 სთ
პოსტის აწყობა 1 სთ
შემოსული პოსტერების მიღება მეილების სახით და მათი გადარჩევა მონაწილეებთან ერთად, სათითაოდ განხილვა და შეფასება 2 სთ
პოსტერების გამოქვეყნება 1 სთ
სერტიფიკატების დიზაინზე მუშაობა და მათი მონაწილეებისთვის გაგზავნა 3 სთ
ქართული ენის სასაუბრო კლუბი:
პროექტის გაწერა (აქტივობების გაწერა, თარიღების დადგენა, მასწავლებლების რაოდენობის გათვლა, სრული გეგმის შედგენა) 4 სთ
სააპლიკაციოს შედგენა 1 სთ
პოსტის აწყობა (2 სხვადასხვა ტექსტის შედგენა და თარგმნა ქართულიდან სომხურ ენაზე) 2 სთ
მონაწილეების მობილიზება( ქართული ენის დონეების მიხედვით გადანაწილება) - 3 სთ
მასწავლებლების მოძიება და ინდივიდიუალური ინტერვიუების ჩატარება + მასწავლებლების გადანაწილება დონეების მიხედვით 25 სთ
ცხრილის შედგენა ( ჯგუფების და მასწავლებლების დანაყოფების შექმნა) 7 სთ - 3 დღის განმავლობაში
ყოველდღიური კომუნიკაცია 15 სთ
ყოველკვირეული შეხვედრა მასწავლებებთან ( პროგრესის ჩაწერა და მომავალი კვირისთვის ფორმატის განსაზღვრა) 24 სთ
პროექტი მიმდინარეა დეკემბრის თვის ჩათვლით