პროექტის დეტალი

ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 120
პროექტი

პროექტის აღწერა

ახალგაზრდულ საბჭოში წევრობა ჩემთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოცდილებას, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. აღნიშნულ პროექტში ჩართულობა მაძლევს შესაძლებლობას, აქტიურად მივიღო მონაწილეობა ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებასა და ადგილობრივი დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. საბჭოს საქმიანობის ფარგლებში ვმონაწილეობ და ვაორგანიზებთ შეხვედრებს, სადაც სხვა ახალგაზრდებთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე საჭიროებებს, ვადგენთ პრიორიტეტებს და ვმუშაობთ ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინტერესებისა და უფლებების უფრო ეფექტიან დაცვას. ახალგაზრდულ საბჭოში საქმიანობამ მნიშვნელოვნად განავითარა ჩემი ლიდერული უნარები, გუნდურ გარემოში თანამშრომლობის შესაძლებლობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საჯარო კომუნიკაციის უნარები. აქტიურად ვერთვები დისკუსიებში, ვიღებ ინიციატივას პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში და მუდმივად ვცდილობ, ახალგაზრდების ხმა იყოს უფრო თვალსაჩინოდ წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ გამოცდილებას არ განვიხილავ მხოლოდ ფორმალურ წევრობად. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურა, სადაც ყოველდღიურად ვმოქმედებ დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და მონაწილეობითი პროცესების პრაქტიკულ განზომილებებთან. შესაბამისად, ახალგაზრდულ საბჭოში წევრობას ვაფასებ როგორც ერთ-ერთ არსებით ეტაპს ჩემი აკადემიური და საზოგადოებრივი განვითარების გზაზე. საბჭოს ფარგლებში დავაორგანიზეთ სხვადასხვა ტიპის პროექტები, მათ შორის ინტელექტუალური, შემეცნებითი, კულტურული და გარემოსდაცვითი, რომლებიც მიზნად ისახავსდა ახალგაზრდების განათლებას, მოქალაქეობრივი აქტივობის წახალისებასა და მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განმტკიცებას. აღნიშნული პროექტები კონკრეტულად მიმართულია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისკენ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდისკენ და ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური იდეების განხორციელებისკენ. საბჭოს ფარგლებში მივიღე მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აქტივობებში. კერძოდ, შაორის ბანაკში, ასევე ვიყავი ჩართული საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებაში მოლდოვაში, რამაც საშუალება მომცა გამეზიარებინა გამოცდილება სხვა ქვეყნების ახალგაზრდებთან, გამეზარდა კომუნიკაციის უნარები და უკეთ შემეფასებინა რეგიონული და საერთაშორისო ახალგაზრდული პოლიტიკის კონტექსტი.