პროექტის დეტალი

"მე ვარ მოხალისე, გახდი შენც!"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 6
პროექტი

პროექტის აღწერა

1. პრობლემა ვხედავ, რომ ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ინფორმაცია მოხალისეობის მნიშვნელობის, მისი ღირებულებებისა და იმ კეთილდღეობის შესახებ, რასაც იგი საზოგადოებაში ქმნის. ინფორმაციის ნაკლებობამ შეიძლება შეამციროს ადამიანების ჩართულობა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს საზოგადოებრივ განვითარებას. 2. მიზანი ჩემი მიზანი იყო სხვებისთვის დამენახებინა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოხალისეობა, რა ღირებულებებს ატარებს და რა სასარგებლო გავლენას ახდენს ადამიანებზე და გარემოზე. მინდოდა გამეზიარებინა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დადებითი ცვლილების შექმნა და რომ მოხალისეობა მხოლოდ დახმარება კი არა, საკუთარი თავის განვითარებაც არის. 3. საქმიანობის აღწერა მოხალისეობრივ შეხვედრაზე მონაწილეობა მივიღე, სადაც დიდ ფორმატზე გამოვსახეთ მოხალისეობის მთავარი ღირებულებები: სოლიდარობა, თანაგრძნობა, ჩართულობა, პასუხისმგებლობა და საზოგადოებაზე ზრუნვა. შეხვედრის განმავლობაში ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს მცირე ქმედებებით დადებითი ცვლილების შეტანა. საკუთარ გამოცდილებაზეც ვილაპარაკე და გავაზიარე ის კეთილდღეობა, რასაც მოხალისეობა მაძლევს: დახმარების სიხარული, ადამიანური კონტაქტი და თვითგანვითარება. 4. შედეგი შეხვედრაზე მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მოხალისეობა რეალურად ცვლის სამყაროს პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მუდმივად. დამრჩა შეგრძნება, რომ შევძელი სხვებისთვის თანაგრძნობა გამეზიარებინა და მათთვის მაგალითი მეჩვენებინა. გარდა ამისა, მე თვითონაც უფრო მეტად გავხდი მოტივირებული, გავაგრძელო ასეთი აქტივობებში მონაწილეობა. შეხვედრამ გააძლიერა ჩემი რწმენა, რომ თუ თითო ადამიანი მცირე სიკეთესაც აკეთებს, საერთო კეთილდღეობა მნიშვნელოვნად იზრდება.