პროექტის დეტალი

"ჩვენც დავბერდებით!"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 20
პროექტი

პროექტის აღწერა

1. პრობლემა დავინახე, რომ ჩვენს საზოგადოებაში ბევრი ხანდაზმული ადამიანია იზოლირებული, მარტოსული და მოუკლებულია ემოციობრივ ურთიერთობას. მოხუცთა თავშესაფრებში ხშირად აკლიათ როგორც ყურადღება, ისე რესურსები. ეს მდგომარეობა მეჩვენა როგორც მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა, რომელსაც ჩემი მცირე მონაწილეობით მაინც შეეძლო შემსუბუქება. 2. მიზანი ჩემი მიზანი იყო ხანდაზმულებისთვის სითბოს, ყურადღების და მხარდაჭერის მიცემა. მინდოდა, ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა მათი მარტოობა, გამეხალისებინა ისინი და ერთობლივი დროით დამენახებინა, რომ ისინი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვნად რჩებიან. ამავდროულად, საკუთარ თავშიც მინდოდა მიმეღო მეტი გამოცდილება, ემპათია და სოციალური პასუხისმგებლობა. 3. საქმიანობის აღწერა პროექტისთვის შევაგროვე საჭირო პროდუქტები და სხვა საინტერესო საჩუქრები, შემდეგ კი მივედი მოხუცთა თავშესაფარში. იქ მათთან ერთად გავატარე დრო.. ვისაუბრე, მოვუსმინე მათ ისტორიებს, გამეხარა მათთან ერთად და შევეცადე დადებითი ემოციები მიმეცა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი გამხნევება და ის, რომ ისინი დამენახა არა როგორც ბენეფიციარები, არამედ როგორც საინტერესო, სითბოსმოყვარული ადამიანები. 4. შედეგი ამ პროექტმა მაჩვენა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ უბრალო მონახულებასაც კი. ვიგრძენი, რომ ხანდაზმულებს გამხნევება სჭირდებოდათ და ჩემი ყოფნა მათთვის სასიხარულო იყო. დავინახე, როგორ გაეხარდათ უბრალო საუბრისა და ყურადღების გამო. ამასთანავე, მე თვითონაც განვვითარე ემპათია, სითბო და ქველმოქმედების სურვილი. პროექტმა დამანახვა, რომ როდესაც სხვას ეხმარები, თვითონაც იზრდები.