პროექტი
პროექტის აღწერა
🌿 შემაჯამებელი ღონისძიება 🌿
🔹დასრულდა პროექტი „ახალგაზრდული საგანმანათლებლო და ეკოტურისტული ინიციატივა“, რომელიც განხორციელდა ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency- ს საგრანტო კონკურსის – „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში.
🔹ინიციატივა შემუშავებული და განხორციელებულია საქართველოს სტუდენტური პარლამენტის სენაკის წარმომადგენლობასთან კოლაბორაციით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სექტორის აქტიური მხარდაჭერით.
🔹დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობა, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლობა.
🔹 პროექტის ძირითადი მიზანი იყო სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ეკოლოგიური, კულტურული და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების, პრაქტიკული გამოცდილებისა და სამოქალაქო ჩართულობის გზით.
🔹 აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული გუნდი, რომელიც გეგმავს გააგრძელოს საქმიანობა ეკოტურისტული მიმართულებით — დაგეგმილია შემდგომი ნაბიჯები ინიციატივების მდგრადი განვითარებისთვის.
✨ ჩვენ ვართ ეკოლოგიური ცნობიერების ხელშემწყობი ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
🤝 პროექტის მხარს უჭერენ:
• სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality ;
• სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Senaki Municipality City Council ;
• ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
🔹მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის.