პროექტის დეტალი

არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 60
პროექტი

პროექტის აღწერა

არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია მიზანი პროექტის მიზანია მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი კლასის გარეთ შეძლებენ ახალი უნარების განვითარებას — კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი ჩართულობის. პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდებს მისცეს მეტი შესაძლებლობა პრაქტიკული გამოცდილების, თვითგანვითარების და საკუთარი ინტერესების აღმოჩენისთვის. მოსალოდნელი შედეგები • ახალგაზრდებში გაიზარდა მოტივაცია ახალი უნარების შესწავლისა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენისკენ; • მოსწავლეებმა განივითარეს ლიდერობა, თანამშრომლობა, პრობლემების გადაჭრა და საჯარო გამოსვლის უნარები; • შეიქმნა მეგობრული და დასახმარებელი გარემო, სადაც მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება რეალურ საქმიანობებში; • გაძლიერდა ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა პროექტებსა და საზოგადოების ცხოვრებაში; • მონაწილეებმა უკეთ გაიგეს, რომ განათლება მხოლოდ სკოლის კედლებში არ სრულდება და თვითგანათლება მნიშვნელოვანი ნაწილია მათი განვითარების.