პროექტი
პროექტის აღწერა
„საშობაო ზღაპარი“ — ორგანიზაცია ბილივთან თანამშრომლობით
პროექტი „საშობაო ზღაპარი“ შეიქმნა იმისთვის, რომ ახალ წელს განსაკუთრებით თბილი და ადამიანური სახე ჰქონოდა. ინიციატივა განხორციელდა ორგანიზაცია ბილივთან ერთად და მისი მთავარი მიზანი იყო სმენა დაქვეითებული ადამიანებისთვის მხარდაჭერის გაწევა, რათა მათაც ჰქონოდათ დღესასწაულის სიხარული და ღირსეულად შეხვედროდათ ახალი წელი.
პროექტის მიზანი
• სმენა დაქვეითებული ადამიანებისთვის საახალწლო სიხარულის შექმნა;
• მათთვის საჭირო და სასარგებლო საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა;
• საზოგადოების ჩართულობის და სოლიდარობის გაძლიერება;
• თანაგრძნობის, ერთობისა და დახმარების კულტურის წახალისება.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
• ბილივის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ბენეფიციარების საჭიროებების განსაზღვრა;
• საახალწლო საკვები პროდუქტების შეძენა და შეკვრა;
• პროდუქტების პერსონალურად გადაცემა სმენა დაქვეითებული ადამიანებისთვის;
• მათთან კომუნიკაცია, მხარდაჭერის გამოხატვა და დღესასწაულისადმი სასიამოვნო განწყობის შექმნა.
პროექტის შედეგები
• 30-ზე მეტი სმენა დაქვეითებული ადამიანი უზრუნველყოფილი იყო აუცილებელი საახალწლო საკვები პროდუქტებით;
• ბენეფიციარებმა მიიღეს ყურადღება, სითბო და მხარდაჭერა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღესასწაულის დღეებში;
• გაძლიერდა სოლიდარობა ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებს შორის;
• პროექტმა ხელი შეუწყო ინკლუზიის, თანასწორობისა და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას.