პროექტის დეტალი

ვიცე-პრეზიდენტი და კომუნიკაციების დირექტორი - " Youth Peace & Language Association"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 100
პროექტი

პროექტის აღწერა

"Youth Peace & Language Association" არის ასოციაცია, რომლის მთავარი მიზანია შუა აღმოსავლეთში უმცირესობაში მყოფ ახალგაზრდებს დაეხმაროს ინგლისურის სწავლებაში, გვაქვს ინგლისური ენის პროგრამა, რომლითაც მოხალისეები ამ ახალგაზრდეებს ეხმარებიან ენის ათვისებაში. ასევე მთავარ მიზნად ვისახავთ შუა აღმოსავლეთის მოვლენების გაშუქება და ცნობიერების ამაღლება მიმდინარე საკითხებზე და მათ კულტურაზე/ისტორიაზე. როგორც ვიცე-პრეზიდენტი და კომუნიკაციების დირექტორი, ვხელმძღვანელობ 6 დეპარტამენტს, რომელიც მოიცავს 6 დირექტორს და 1000-მდე მოხალისეს. მოხალისეები გვყავს მთელი მსოფლიოდან, დაახლოებით 20+ ქვეყნიდან. ასევე გარკვეული დროით მაქვს Tutoring Program (TP) დირექტორის როლი შეთავსებული, 800-მდე აპლიკაციის განხილვა, და მოხალისეების შერჩევა და მათი დაკავშირება თავიანთ მოსწავლეებთან მევალება(მოსწავლეები არიან შუა აღმოსავლეთიდან, მოხალისეები კი მთელი მსოფლიოს გარშემო). ვხელმძღვანელობ 5 მოხალისეს, რომლებიც სოციალურ ქსელში დასმულ შეკითხვებზე პასუხებს სცემენ, და ასევე ინფორმაციას აწვდიან ჩვენს მოხალისეებს. სოციალურ მედიასაც ვაკონტროლებ სხვა ვიცე პრეზიდენტებთან ერთად. ჯამში Instagram-ზე გვყავს 37,700+ გამომწერი, 3M+ ნახვა. მასალა რომელიც თავსდება ჩვენს გვერდზე https://www.instagram.com/ypl.association?igsh=MWViMGoyejRvaTV2bQ==