პროექტის დეტალი

მედიაწიგნიერება და ციფრული უსაფრთხოება (IREX)

გამოყვეყნების თარიღი: Nov 21, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 30
პროექტი

პროექტის აღწერა

როგორც მედიაწიგნიერების ტრენერი, მოხალისეობრივი წესით ვიყავი ჩართული ინტენსიური ტრენინგების ჩატარებაში, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებასა და კრიტიკული/პრაქტიკული უნარების განვითარებას. სამიზნე ჯგუფი: პედაგოგები, სტუდენტები, სკოლის ადმინისტრაცია და განათლების სისტემის სხვა წარმომადგენლები. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ კრიტიკულ საკითხებს:
  1. მედიაწიგნიერების საფუძვლები: მისი როლი თანამედროვე საზოგადოებაში და მედიის ზემოქმედების გააზრება
  2. ციფრული უსაფრთხოება: პერსონალური მონაცემების დაცვა და ონლაინ რისკების შემცირების პრაქტიკული სტრატეგიები
  3. ინფორმაციის ანალიზი: კრიტიკული აზროვნების განვითარება, ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების უნარების გაძლიერება
  4. ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაცია: სანდოობის შეფასების ჩარჩოები და ციფრული ინსტრუმენტების (ფოტოები, ვიდეოები, ყალბი ექაუნთები) იდენტიფიკაცია.
შედეგები და გავლენა პროექტი უშუალოდ პასუხობდა დეზინფორმაციის ზრდისა და ციფრული უსაფრთხოების აუცილებლობის გამოწვევებს. ტრენინგის შედეგად:
  • გაძლიერდა კრიტიკული აზროვნება და სანდო/ცრუ ინფორმაციის გარჩევის შესაძლებლობა
  • გაიზარდა ცნობიერება ციფრულ რისკებსა და ყალბი ინფორმაციის გავლენაზე
  • მონაწილეებმა გაიუმჯობესეს პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენების უნარი პროფესიულ და ყოველდღიურ საქმიანობაში.