27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე თბილისში გაიმართა IMMAF-ის საერთაშორისო შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატი, რომელმაც ერთ სივრცეში შეკრიბა სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები, მწვრთნელები და პროფესიონალები. ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი ინტენსივობით, დინამიკური გრაფიკით და ათასობით მონაწილე-მაყურებლის მონაწილეობით.
ჩემთვის ეს ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილება იყო, რადგან ვმონაწილეობდი როგორც მოხილისე. ჩემი ამოცანები მოიცავდა სპორტსმენებისთვის მიმართულების მიცემას, შესაბამის ზონებამდე გაყოლას, ლოკაციების ახსნას და საჭიროების შემთხვევაში გადაადგილებაში დახმარებას,ისევე როგორც ვაკონტროლებდი დროით მონაკვეთებს და ვაფრთხილებდი მონაწილეებს, როდესაც მათი გამოსვლის რიგი და დრო ახლოვდებოდა, რათა არ არეულიყო ღონისძიების ორგანიზაციული რიტმი და ვიყავი Safeguarding Department-ში, რაც გულისხმობს, რომ ჩემი როლი პირდაპირ დაკავშირებული იყო ბავშვებისა და მოწყვლადი მოზარდებისა/მოზრდილების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. ჩემი მთავარი ამოცანები მოიცავდა:
- უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მხარდაჭერას, სადაც ყველა მონაწილე : ბავშვები, სპორტსმენები, მოხალისეები და სტაფის წევრები თავს დაცულად და დაფასებულად იგრძნობდნენ.
- ეფექტურ კომუნიკაციას, რაც გულისხმობდა ადამიანებთან სწორ, პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, მათი მოსაზრებების მოსმენას და საზღვრების აღიარებას.
- ვიღებდი და გადავცემდი ინფორმაციას ნებისმიერი საეჭვო ქცევის, შესაძლო ძალადობის, დაუცველობის ან უპატრონო მდგომარეობის შესახებ. ეს მოიცავდა დაკვირვებას, ყურადღებას, და რეაგირებას.
- სწორი პასუხის გაცემას რთულ სიტუაციებზე: სიმშვიდის შენარჩუნება, მოსმენა, მხარდაჭერა, არ დაპირება, რომ ყველაფერი ”საიდუმლოდ დარჩებოდა”, და ინფორმაციის სწორად დოკუმენტირება.
- საფრთხის ნიშნების აღქმა და დროული ანგარიში designated safeguarding lead-თან.
- GDPR-ის სტანდარტების დაცვა, ანუ ყველა პირადი ინფორმაციით ფრთხილად და კანონიერად მანიპულირება.
- სრულ შესაბამისობაში ყოფნა IMMAF-ის safeguarding პოლიტიკასთან, რომლებიც ყველას დაცულობასა და ღირსების პატივისცემას უზრუნველყოფს
და ა.შ.
ჩემმა მონაწილეობამ კიდევ უფრო გამიძლიერა პასუხისმგებლობის გრძნობა, სტრესული სიტუაციების მართვის უნარი და ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება საერთაშორისო გარემოში. ღონისძიებამ მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია კარგად ორგანიზებული მოხალისეობა სპორტული ჩემპიონატების წარმატებისთვის.