პროექტის დეტალი

ახალგაზრდული სივრცე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 15
პროექტი

პროექტის აღწერა

როგორც ცნობილია სკოლის გარეთ, ოჯახსა თუ სოციუმში მიღებული ცოდნა და გამოცდილება უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და განაპირობებს მის აკადემიურ პროგრესს. შესაბამისად, კლასგარეშე აქტივობების, არაფორმალური განათლებისა და პროგრამების საჭიროება დღითიდღე იზრდება, რადგან ხელი ეწყობა ბავშვთა ენერგიის პოზიტიური მიმართულების წარმართვას, სპეციფიკური ინტერესების დაკმაყოფილებას და რიგ შემთხვევაში განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენას. სოფელში ამის საჭიროებამ გვიბიძგა ჩვენ, ზემო მაჩხაანის მოხალისეები გავერთიანებულიყავით საერთო მიზნის გარშემო - შეგვექმნა ახალგაზრდული სივრცე, რომელიც გახდებოდა სოფლის ახალგაზრდების თვითრეალიზაციის, განათლების, შთაგონებისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის ადგილი. ჩვენი პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის აკადემიური, სოციალური და პიროვნული განვითარებისთვის უსაფრთხო, მრავალფუნქციური და ინოვაციური გარემოს შექმნა, სადაც მათ შეუძლიათ, შეხვდნენ თანატოლებს, გაცვალონ იდეები, დაგეგმონ აქტივობები, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, დაესწრონ არაფორმალურ საგანმანათლებლო შეხვედრებს, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები. ახალგაზრდული სივრცე ასევე მიმართულია რომ ახალგაზრდები დააახლოვოს საკუთარ კულტურულ ფესვებთან, განვიხილავთ თემებს, რომლებიც ეხება: სოფლის ისტორიასა და კულტურს, ფლორასა და ფაუნას, ადგილობრივ ფერმერულ საქმიანობას, მოსახლეობის ეთნიკურ მრავალფეროვნებას, ისტორიულ-რელიგიურ ძეგლებს, ცნობილ და წარმატებულ ადგილობრივ ადამიანებს. ასევე შევქმნით სხვადასხვა კლუბებს, მოვაწყობთ დისკუსიებს, განვახორციელებთ პროექტებსა და შეხვედრებს. როგორც ფლექს პროგრამის კურსდამთავრებული, ჩემი მიზანია სხვადასხვა გაცვლითი და საერთაშორისო პროგრამების პოპულარიზება მოვახდინო და ახალგაზრდებს თვალსაწიერის გაფართოვებსაში დავეხმარო. სოფლის კულტურის ცენტრმა გამოგვიყო ოთახი, რომელიც უნდა გარდავქმნათ ახალგაზრდულ სივრცედ. ჩვენ შევასრულეთ პროექტის პირველი ნაწილი: ჩვენი ხელებით შევღებეთ კედლები, განვაახლეთ მაგიდები და სკამები, გავწმინდეთ და მოვაწესრიგეთ ოთახი.