პროექტის დეტალი

წიგნის კლუბი “იკითხე მეტი.”

გამოყვეყნების თარიღი: Nov 23, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 25
პროექტი

პროექტის აღწერა

"იკითხე მეტი." მოიცავს არა მხოლოდ წიგნის კლუბს,არამედ სივრცეს, სადაც დისკუსია შეიძლება სხვადასხვა თემებზე. თვიურად მონაწილეებს ეძლევათ 1 წიგნი, იყოფა 4 ნაწილად და თითოეულ შეხვედრაზე ხდება წაკითხულის განხილვა, აზრების გაზიარება, წიგნის ეკრანიზაციის გაცნობა, თვის ბოლოს, სხვადასხვა თემებზე დებატები და ასევე განსაკუთრებულ დღეებზე პრეზენტაციები. მაგალითად 14 ნოემბერს, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეზე როგორც ორგანიზატორმა ჩავატარე მე-5 კლასთან პრეზენტაცია, სადაც წარვადგინე სხვადასხვა ციტირებები საბავშო წიგნებიდან და დავსვი თემატური კითხვები, რათა ჩართულობა გაზრდილიყო. ასევე პრეზენტაცია ჩატარდა კლუბის გახსნის დღესაც,სადაც მე და თანაორგანიზატორმა გავაცანით პროექტი სკოლის 7-11 კლასელებს, გვყავს დაახლოებით 30+ აქტირური კლუბის წევრი. პროექტის შემდეგ ბავშვებს მეტად გაეზარდათ კითხვის სურვილი, არიან მონდომებულები, რომ ხელი შეგვიწყონ ინიციატივის მდგრადობისთვის და რაც მთავარია ეს გახდა სივრცე,სადაც შეუძლიათ რომ იყონ თავიანთი გულწრფელი თავები და გააზიარონ შეხედულებები წიგნზე, ეკრანიზაციაზე თუ სხვადასხვა თემებზე.