პროექტი
პროექტის აღწერა
22 მაისს, ფშავში საგანმანათლებლო შეხვედრა ახალგაზრდებთან დუშეთის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ დუშეთის ახალგაზრდული საბჭოსა და ჰელფინგ ჰენდის მოხალისეები: ქრისტინე ესტატიშვილი, ქრისტინე ბუჩაშვილი, სალომე ჩოხელი და ზურა ახალაშვილი.
დღის პროგრამა მოიცავდა როგორც ინფორმაციულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
ინფორმაციულ სესიებზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ თემებზე: კლიმატის ცვლილება, მოხალისეობა, ქაღალდის გადამუშავება და მისი ისტორია.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა ქაღალდის გადამუშავების პროცესში მონაწილეობის მიღებას და გადამუშავებული ქაღალდებისგან დამზადებული ბლოკნოტების მოხატვას თემაზე — კლიმატის ცვლილების შედეგები.
შეხვედრაზე ასევე ჩატარდა ინტერაქტიული თამაშები კაჰუთის ფორმატში, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.