პროექტის დეტალი

თბილისი მარათონი 2024-2025

გამოყვეყნების თარიღი: Nov 23, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 70
პროექტი

პროექტის აღწერა

თბილისი მარათონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაა საქართველოში, რადგან ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება, განუსაზღვრელად ასაკისა და სპორტული წარსულისა. ღონისძიება ტარდება ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლო კვირაში, და ყოველ წელს ცდილობს ორგანიაზია, რომ სარბენი ადგილები გაზარდოს(მოთხოვნიდან გამომდინარე). ხალხის მსგავსად ეს ღონისძიება ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უმარავ მოგონებებთან ერთად, ბევრი ახალი გამოცდილება მაქვს შეძენილი. ეს იყო პირველი მოხალისეობრივი პროექტი რომელშიც ჩავერთე და რომელმაც შემაყვარა ეს საქმიანობა არამარტო მე, არამედ ბევრ სხვა ჩემს ნაცნობს...  ზოგადად მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩემი ძირითადი მოვალეობა ლოჯისტიკასთან, ტექნიკურ საკითხებსა და ლინგვისტიკასთანაა დაკავშირებული. აქაც ზუსტად იგივე განხრით ვმუშაობდი. ყველა პროექტი ყოველთვის ერთსა და იმავე რამეს მძენს: ლიდერული უნარების გაუმჯობესებას, გუნდურ მუშაობაში შერწმას, გარკვეულ საკითხებში დახვეწვას და ა.შ... მაგრამ ამ ღონისძიებამ ჩემი გონება გადააპროგრამა, ზემოხსენებული უამრავი საკითხის გარდა მენტალურად დამეხმარა.   მინდა ვთქვა, რომ  ალბათ ეს ყველაზე ემოციური ღონისძიებაა... ხალხის დადებითი ემოცია, ჩახუტება, დახმარება, მილოცვა, ამდენი ბედნიერი სახე... განწყობას გიმაღლებს და მოტივაციას გაძლევს შრომისა, რომელიც სამომავლოდ შენთვისაც და გარშემომყოფებისათვისაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება.