პროექტის დეტალი

ეკო-სკვერის შექმნა სკოლაში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 50
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩვენი სკოლაში გამოუყენებელი სივრცე გადავაკეთეთ და შევქმენით ეკო-სკვერი, რომელიც დაფუძნებულია მდგრადი განვითარების მიზნებზე. ამ პროცესში არა მხოლოდ გარემო მოვაწესრიგეთ, არამედ ბავშვების გარემოსდაცვითი ცნობიერება გავამაღლეთ. ჩვენი ხელით ნარჩენებს მეორე სიცოცხლე ვაჩუქეთ – იქ გამოვიყენეთ სხვადასხვა გადამუშავებული მასალა, რომ სკვერი ყოფილიყო არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ინოვაციური და ინკლუზიური სივრცე.(წაქცეული ხეები , პლასმასი ...) ამ ეკო-სკვერში დღეს უკვე ტარდება არაერთი საინტერესო ღონისძიება, თამაშები, შემეცნებითი აქტივობები და ის გახდა ბავშვებისთვის საყვარელი შეკრების ადგილი, სადაც ისინი სწავლობენ, თამაშობენ და ერთმანეთს ინსპირაციას აძლევენ.