პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტი მე დავგეგმე და ვხელმძღვანელობდი მთლიან პროცესს. ინიციატივის მიზანი იყო სკოლის ეზოში მცხოვრები ცხოველებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მოსწავლეებში თანაგრძნობის, ეკოლოგიური აზროვნებისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.
სკოლის მიმდებარედ ხშირად ჩნდებოდნენ უპატრონო ძაღლები, ასევე ჩვენს სკოლის დიდი ნაძვნარის გამო აქ ცხოვრობენ ციყვებიც, რომლებიც ფაქტობრივად „სკოლის მეგობრებად“ გვექცნენ. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, რომ მათთვის რეალური, პრაქტიკული მხარდაჭერა გაგვეწია.
რა გავაკეთე:
მე დავგეგმე და დავაორგანირე მთელი პროექტი: იდეის ჩამოყალიბება, მასალების მოძიება და სამუშაოს განაწილება;
საქველმოქმედო ინიციატივაში ჩავრთე ჩემი სკოლის მოსწავლეები, რათა გუნდურად მიგვეღწია შედეგისთვის;
დავამზადეთ ხის სახლები ძაღლებისთვის, რომლებსაც ზამთარში დაცულობა და სითბო სჭირდებათ;
შევქმენით სპეციალური პატარა სახლუკები და საკვების კუთხეები ციყვებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ ეცხოვრათ და ზამთარში საკვების პრობლემა არ ჰქონოდათ;
მოვაწყვეთ ტერიტორია, გავწმინდეთ ნაძვნარის ქვედა ზონა და ეკოლოგიურად უსაფრთხო სივრცე შევქმენით სკოლის ეზოში.
ეს ინიციატივა იყო არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვის აქტი, არამედ გზა, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეცნობათ ბიომრავალფეროვნება, თანაგრძნობა და პასუხისმგებლობა პატარა არსებების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად გვხვდებიან, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი რჩებიან.