პროექტი
პროექტის აღწერა
მომავალი პროფესიის არჩევა მეტად საპასუხისმგებლო ეტაპია ცხოვრებაში. ვფიქრობ, ამ დროს, თითოეული მოსწავლეს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა და მხარდაჭერა გარემოსგან! სკოლის მოსწავლეებისთვის ბოლო წლებში განსაკუთრებით რთულია ამ საკითხზე ფიქრი. უმეტესობა ამ გამოწვევას აწყდება იმიტომ, რომ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სპეციალობებზე, კონკრეტულ მიმართულებაში დასაქმებაზე, პერსპექტივებსა და ა.შ. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი იმსახურებს იყოს სათანადოდ ინფორმირებული მაშინ, როცა წინ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება ელოდება.
სწორედ ამიტომ, ახალგაზრდული ორგანიზაცია “ცადეს” ფარგლებში 2025 წლის სექტემბრის თვეში გავმართეთ “პროფესიული ორიენტაციის აკადემია” მოსწავლეებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან. აღნიშნული აკადემიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მათთვის სასურველი პროფესიების შესახებ და ინფორმაციის მიწოდება აქტუალურ მიმართულებებზე, რათა მისცემოდათ შესაძლებლობა მიეღოთ რაციონალური გადაწყვეტილება. შეხვედრებზე მოვიწვიეთ სხვადასხვა პროფესიების წარმატებული სპეციალისტები, რომლებმაც ისაუბრეს მათ კარიერულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და ბენეფიტებზე. ასევე რეალიზებისა და განვითარების შესაძლებლობებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული აკადემიის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები უშუალოდ სპიკერებისთვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
ივლისი-აგვისტოს თვეში აქტიურად ვმუშაობდით დეტალების გამართვაზე (სარეგისტრაციო ფორმის შექმნა, სპიკერების მოძიება, რეგისტრირებულ მონაწილეებთან მეილების გაგზავნა/კომუნიკაცია, შეხვედრების ჩანაწერების მომზადება, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელება და პიარზე მუშაობა).
აკადემიის ორგანიზებასა და განხორციელებას დაეთმო 25 მოხალისეობრივი საათი.
Try Youth Organization:
https://www.facebook.com/share/17o28bnPBg/?mibextid=wwXIfr
https://www.instagram.com/tryyouthorganization/