პროექტის დეტალი

Youth for Impact

გამოყვეყნების თარიღი: Nov 26, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 210
პროექტი

პროექტის აღწერა

AIESEC არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას, ზუსტად ამ ორგანიზაციით ვიყავი წასული ჩეხეთის რესპუბლიკაში (საქართველოდან ერთადერთი მოხალისე ვიყავი, ამიტომ სხვა ქართველ მოხალისეებთან ერთად ფოტო არ მაქვს), ამ პროექტის მთავარი იდეაც ზუსტად ის იყო, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავუთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ასე ვთქვათ თავიანთ პტარა წვლილს შეიტანდა სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევაში. მე და სხვა ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან 2 თვე ვიღებდით მონაწილეობას ამ მოხალისეობრივ პროექტში, ჩვენ ვმუშაობდით მდგრადი განვითარების მე-4  მიზანზე, რომელიც განათლების ხარისხს ეხება (quality education). 12-მდე მოხალისე ვიყავით გადანაწილებული მთელ ჩეხეთში კვირაში 35 საათამდე, ვმუშაობდით აბსოლუტურად ნებისმიერი ასაკის ახალგაზრდასთან, როგორც high schooler-ები ასევე 1-2 კლასელები (თარჯიმანი გვყავდა). მე არ მესმის თუ ამაზე კარგად როგორღა შეიძლებოდა შეგვესრულებინა ჩვენი საქმე, უპირველესი რაც იგრძნობოდა ის იყო, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გვიყვარდა და სწორედ ამის გამო შევუყვარდით სხვებსაც. უპირველეს ყოვლისა ხელს ვუწყობდით არაფორმალური განათლების გავრცელებას მთლიან ქვეყანაში, დღეში თითო მოხალისე დაახლოებით 123-150 ბავშვთან ვატარებდით პრეზენტაციებს, გაკვეთილებს, ვორქშოპებს და თუ დამიჯერებთ იმაზე დიდი ინტერესი წამოვიდა ახალგაზრდებისგან ვიდრე მე ამას ოდესმე ველოდი, ეს იყო მრავალი რაღაცის ნაზავი, კულტურათა ცვლა, შენი ქვეყნის გაცნობა იმ ხალხისთვის, რომელთაც შენზე აქამდე არაფერი სმენიათ, ეს იყო არაფორმალური განათლების გავრცელებაზე ბევრად მეტი, ჩვენ ჩავატარეთ პატარა გამოკვლევები თითოეულ კლასთან, რომელიც ბავშვებზე იყო მორგებული, რათა მათ შეძლებოდათ ცხადად დაენახათ სხვაობა მათ და სხვა ხალხს შორის, როგორია განათლების სისტემა ჩეხეთში და როგორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ამ შედარებამ გაკვირვების გარდა გამოიწვია ემოცია, რომელიც იყო ემპათიის და თითქოს რაღაც ახლის დაწყების სურვილის ნაზავი, როდესაც გააცნობიერეს, რომ ყველა ერთნაირი ცხოვრებით არ ცხოვრობს, ცხოვრება ყველას კარგად არ ექცევა და სამყარო იმაზე დიდია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, უამრავი ადამიანი გახდა მსურველი რომ მსგავს პროექტში მიეღო მონაწილეობა. საერთო ჯამში ეს იყო ემოციებით, მოგონებებით, გამოცდილებით დახუნძლული 2 თვე, რომელიც ძალიან დაღლილებმა დავამთავრეთ თუმცა ამის მიუხედავად თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა შინაგანად კმაყოფილების შეგრძნება. ეს არ იყო ერთჯერადი გადაკვეთა, მე ჩემს host ოჯახებთან, ჩემს მოსწავლეებთან, ჩემს თანაგუნდელებთან დღემდე მაქვს კონტაქტი და დღემდე უდიდესი სიამოვნებით ვიხსენებთ იმას თუ რამდენი რამ გავაკეთეთ ერთად და როგორ შევძელით ის, რომ ამდენი ადამიანისთვის შეგვეყვარებინა პირველ რიგში საკუთარი კულტურა, ხოლო შემდეგ ის საქმე, რომელსაც ჩვენ ვემსახურეთ.