პროექტი
პროექტის აღწერა
მოხალისეობა და ახალი გამოცდილებების მიღება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, გადავწყვიტე ეს ორი რამ გამეერთიანებინა და გამომეცადა საკუთარი თავი ახალ სფეროში, თანაც ამავდროულად გამეკეთებინა სასარგებლო საქმეც!
სწორედ ამიტომ, 08/09/2025 - 12/09/2025 5 სამუშაო დღის განმავლობაში ვმოხალისეობდი ფარმაცევტულ საწარმო შპს "დავათში". ჩემს მოვალეობებში შედიოდა ცხოველებისთვის განკუთვნილი წამლებისთვის ყუთების დამზადება, შეფუთვებზე სტიკერების დაკრობა და წამლების შესაბამის ყუთებში მოთავსება. ამ კვირის მანძილზე გავიგე ბევრი ახალი რამ ჩემთვის უცხო სფეროში და ამავე დროს დავეხმარე მომუშავე პერსონალს საქმის უფრო სწრაფად დასრულებაში!
დღეში ვმოხალისეობდი 3სთ-ის განმავლობაში.