პროექტის დეტალი

პროექტი"ქალის ძალა თემში"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 28, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 7
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტი „ქალის ძალა თემში“

პროექტი“ქალის ძალა თემში“ წარმოადგენს მოხალისეობით საქმიანობას,რომელიც უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებაში 21-ე საუკუნის ფონზე გავრცელებულ,ქალთა წინააღმდეგ მიმართულ სტერეოტიპებს,რომლებიც არა მხოლოდ თავად ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და თვითდამკვიდრებას აფერხებს,არამედ სრულიად დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების პროცესში წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს. მოხალისეობითი პროექტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიების ეფექტურად გატარებაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სტრუქტურები,რამაც პროექტის მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდა. იმისათვის რომ წინასწარ განსაზღვრულიყო სამომავლოდ განხორციელებადი ნაბიჯები,უპირველეს ყოვლისა მიზნად დავისახეთ ადგილობრივი საზოგადოების შეხედულებებისა და ზოგადად მოსახლეობაში არსებული, ქალთა წინააღმდეგ მიმართული  სტერეოტიპების იდენტიფიცირება და მათი გავრცელების  დონის დადგენა.კვლევამ ადგილობრივ დონეზე 30 ოჯახი მოიცვა და კიდევ ერთხელ გამოავლინა ის სერიოზული და დამაბრკოლებელი სტერეოტიპული შეხედულებები,რომლებიც 21-ე საუკუნეშიც კი ხელს უშლიან თანასწორუფლებიანი საზოგადოების ფორმირებას. კვლევის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ“სოხუმთან“ თანამშრომლობით ინიცირება გაეწია საინფორმაციო კამპანიას,რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ საზოგადოებაში მოხდა საინფორმაციო ბუკლეტებისა და ფლაერების გავრცელება,რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობის,ნაადრევი ქორწინების და სხვა საკითხთა შესახებ ფართო მასშტაბით გაზარდა ინფორმირებულობა. კვლევით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან ისეთ საკითხებთან დაკავშირებით,როგორიცაა გენდერული სტერეოტიპები და მათთან დაკავშირებული დეზინფორმაციები,ნაადრევი ქორწინება,ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და სხვა. სწორედ ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცის ქალთა ფონდი „სოხუმის“მხარდაჭერით მოვიპოვე გრანტი,რომელიც მნიშვნელოვნად დამეხმარა სენაკელი ახალგაზრდებისათვის მრავალფეროვანი,ინტერაქტიული შეხვედრების ორგანიზებაში. სენაკელ ახალგაზრდებთან თავდაპირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ნაადრევი ქორწინებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ცნობიერების ზრდის მიზნით.შეხვედრის ფარგლებში დავაინიცირე აგრეთვე“გაეროს ქალთა ორგანიზაციის იმიტირებული სხდომა ნაადრევი ქორწინების შესახებ“რომლის მეშვეობითაც მოსწავლეებმა კრაეტიული,გასაგები გზით გაიაზრეს ის გამოწვევები,პრობლემები და უარყოფითი შედეგები,რომლებიც ნაადრევ ქორწინებას მოჰყვება.იმიტირებულ სხდომაზე მოსწავლეთათვის წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნები რომლებმაც ნაადრევი ქორწინების მიმართულებით განსხვავებული მდგომარეობა აღწერეს და ერთმანეთს პრობლემის პრევენციული ქმედებების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.ამით მოსწავლეებმა არა მხოლოდ ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია,არამედ ერთხმად გაიაზრეს პრობლემის გამომწვევი მიზეზების პრევენციის გზები. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აგრეთვე ქალთა მიმართ ანუ გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხრივაც,რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეჯამდნენ,რომ ქალთა მიმართ განხორცილებული ძალადობის უმთავრეს გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს საზოგადოებაში  გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები,რომლებმაც საუკუნეების მანძილზე დააკნინა ქალის პიროვნება არა მხოლოდ ოჯახურ,არამედ სრულიად საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ ნაბიჯების შემდგომ აუცილებლობას წარმოადგენდა საინფორმაციო შეხვედრების გამართვა გენდერული სსტერეოტიპებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციებისა და დეზინფორმაციების შესახებაც,რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში ქალების წინააღმდეგ გენდერული სტერეოტიპების გამოყენების შესახებ,იმსჯელეს იმ რისკებსა და შედეგებზე, რასაც საზოგადოებაში მსგავსი შეხედულებების გავრცელება იწვევს და შეთანხმდნენ რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე დამაბრკოლებელი ფაქტორია თანასწორუფლებიანი,სამართლიანი განვითარებული საზოგადოების ფორმირების პროცესში. მოხალისეობრივი პროექტი „ქალის ძალა თემში“მნიშვნელოვნი და რაღათქმაუნდა აუცილებელი ცვლილებების განმაპირობებელი გახდა ადგილობრივ ახალგაზრდებში,რომელმაც შეცვალა მრავალი მოსწავლის მსოფლმხედველობა და რაც მთავარია გაზარდა მათი ინფორმირებულობა გენდერული სტერეოტიპების,ნაადრევი ქორწინების,ქალთა მიმართ ძალადობისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. აღნიშნული პროექტი შესაძლოა მცირე,მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადაგმული ნაბიჯია თანასწორუფლებიანი საზოგადოების ფორმირების პროცესში,სადაც ქალებს დანარჩენი საზოგადოებისაგან მცდარი,დამაკნინებელი შეხედულებები არ განაცალკევებს.