პროექტის დეტალი

"spelling bee"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 28, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 4
პროექტი

პროექტის აღწერა

ინტელექტუალური შეჯიბრი"spelling bee",რომელსაც საკუთარ სკოლაში გავუწიე ორგანიზება,მიზნად ისახავდა მოსწავლეთა შორის არაფორმალური განათლების პოპულარიზებასთან ერთად,მოონაწილეებში ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას,თავდაჯერებულობის,საჯაროდ წარდგენისა და ჯანსაღი კონკურენციის უნარების განვითარებას. კონკურსი სრულად იყო ორგანიზებული მოსწავლეთა ინტერესების კვლევაზე დაყრდნობით,რომელმაც გამოავლინა,რომ სასკოლო სივრცეში მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან ინგლისური ენით.სწორედ ამ კვლევის მიხედვით შევიმუშავე კონკურსის მოდული რომელიც მოსწავლეთათვის საინტერესო,მამოტივირებელი და ჩართულობისკენ მიმართული იქნებოდა. მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულმა კონკურსმა ხელი შეუწყო არა მხოლოდ მონაწილეთა აქტიურ ჩართვას,არამედ სამომავლოდ მსგავსი არაფორმალური განათლების პროექტებით მეტი მოსწავლის დაინტერესებას. კონკურსმა,სახალისო,საინტერესო და ჯანსაღ გარემოში ჩაიარა.პროექტით დაინტერესება გამოხატეს არა მხოლოდ მოსწავლეებმა,არამედ სხვადასხვა საგნის პედაგოგებმაც,რის შედეგადაც მსგავსი ინტელექტუალური კონკურსების ორგანიზება სამომავლოდაც დაიგეგმა. "spelling bee"მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა სკოლაში არაფორმალური განათლების განვითარებაში,მოსწავლეებმა განივითარეს თავდაჯერებულობის,აუდიტორიის წინაშე წარდგენის,მოსმენისა და ჯანსაღი კონკურენციის უნარენი. გარდა ზემოაღნიშნულისა,კონკურსმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ინგლისური ენის პოპულარიზებასაც. კონკურსის ორგანიზება განმავითარებელი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეთათვის აგრეთვე პირადად ჩემთვის,როგორც ორგანიზატორისთვისაც.პროექტი დამეხმარა განმევითარებინა საკუთარ თავში ლიდერული, ორგანიზატორული და თანამშრომლობის უნარები,პროექტით მიღებულმა დადებითმა უკუკავშირმა კი მეტი მოტივაცია მომცა,განმეხორცილებინა მსგავსი ინიციატივები ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზებისათვის.