პროექტი
პროექტის აღწერა
2025 წლის 28 სექტემბერს, "ჰელფინგ ჰენდის" პროექტის "ზაფხულის მწვანე დღეების" ფარგლებში როგორც ეკო-ლიდერმა დავაორგანიზე დასუფთავების აქცია იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე. მართალია გარემოსდაცვითი მიმართულებით დღითიდღე იზრდება პასუხისმგებლობა ახალგაზრდებში, თუმცა ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი ღონისძიება და აქტივობაა წინ, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი, მოქალაქეების გააქტიურებას და მზრუნველობას გარემოზე. იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია პირველ რიგში შეირჩა იმიტომ, რომ აქ ვხვდებით დიდი რაოდენობის ნარჩენს, მეტიც, "ნაგავსაყრელადაცაა" გადაქცეული. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი კი მის მიმდებარედ უამრავი მიუსაფარი ცხოველის არსებობაა, რომლებსაც სჭირდებათ სუფთა საარსებო პირობები.
დასუფთავებაში მონაწილეობდა 6 მოხალისე. აქტივობას (ტერიტორიის შერჩევას, დაგეგმვასა და განხორციელებას) დაეთმო 4 მოხალისეობრივი საათი.