უდიდესი ბედნიერება და სიამაყეა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, იყო ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივის ნაწილი, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობასა და ზრუნვას ემსახურება. მოხარული ვარ, რომ წვლილი მიმიძღვის იმ ლამაზ დღესასწაულში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სახელით ჩვენს განსაკუთრებულ ბავშვებს ვაჩუქეთ.
1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სათავეს 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციიდან იღებს და მისი მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი კეთილდღეობისა და თანაბარი განვითარების უზრუნველყოფაა. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანთან და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროს რიმა მარგიანთან ერთად, ა(ა)იპ ინკლუზიურ ცენტრს ვესტუმრეთ.
ვიზიტის ფარგლებში, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი, შემოქმედებითი და გასართობი აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი მიზანი იყო თითოეული ბავშვისთვის პოზიტიური ემოციებით სავსე გარემოს შექმნა, რაც მათი გულწრფელი ღიმილითა და აქტიური ჩართულობით გამოიხატა.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი "ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიურ ცენტრის" მმართველს, ქალბატონ ნინოს და მის გუნდს თავდაუზოგავი შრომისა და იმ თბილი გარემოსთვის, რომელსაც ისინი აღსაზრდელებს უქმნიან. ასევე, მადლობას ვუხდით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას ახალგაზრდული ინიციატივების მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერ და უზრუნველყოფილ ბავშვობას!