ქალაქ ფოთში პირველად ჩატარდა "ახალგაზრდა ლიდერთა სამიტი 2026", სადაც პროექტის კოორდინატორის როლი მერგო. ეს ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო, რადგან თავად უნდა შემერჩია მოხალისე-ორგანიზატორთა გუნდი, რომელთან ერთადაც პროექტი სრულყოფილებამდე უნდა მიგვეყვანა.
3 დღის განმავლობაში სამიტმა 50-მდე დელეგატს უმასპინძლა. მოვახერხეთ, შეგვენარჩუნებინა სამუშაო პროცესის მაღალი აკადემიური სტანდარტი და, ამავდროულად, შესვენებების დროს შეგვექმნა მაქსიმალურად თავისუფალი, მეგობრული და ენერგიული გარემო.
ეს იყო პირველი ასეთი მასშტაბის პროექტი, რომელიც სრულიად ახალგაზრდებმა დავაორგანიზეთ. მიღებულმა შედეგმა და მონაწილეთა უკუკავშირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდურობითა და მონდომებით ნებისმიერი იდეის რეალობად ქცევა შეგვიძლია!