პროექტის დეტალი

ახალგაზრდებთან შეხვედრა

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 8 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2023 წელს გახლდით ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე და 2024 წელს ისევ ამირჩიეს მეორე ვადით ამ თანამდებობაზე. ჩვენი უმთავრესი მიზანი პირველ წელს გახლდათ ახალგაზრდებს გაეცნოთ საბჭო თუ რაი იყო , რას წარმოადგენდა და რა ფუქნცია ჰქონდა. წელს კი უკვე აქტიურად დავიწყეთ მათთან შეხვედრა და მათი იდეების მოსმენა. წინა წლის  აქტივობები ამ მხრივ ძალიან დაგვეხმარა , რადგან ახალგაზრდებმა ყველანაირი მორიდების გარეშე შეძლენ გახსნა და მათი პრობლემების თუ გეგემბის ,აქტივობების გაზიარება. ეს კი ჩვენ გვეხმარება მათ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათი იდეების ხორცშესხმაში. აგრეთვე შეკრებაზე გამოიკვეთა ის პრობლემები , რომლებიც მათ აწუხებთ ჩვენს მუნიციპალიტეტში და ჩვენი საბჭოს მეშვეობით მოხდა ამ პრობლემების მიწოდება შესაბამის სტრუქტურებამდე , რომლებმაც დაიწყეს მათი მოგვარების გზებზე ზრუნვა. შეხვედრაზე მოვიწვიეთ სპორტის , კულტურის , ძეგლთა დაცვის , განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მ/შ პაატა ურუშაძე , რომელმაც ახალგაზრდებს  მიაწოდა ინფომრაცია ყველა დაგეგმილ აქტივობასთან დაკავშირებით , რასაც მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებდა მომდევნო თვეში.