ჩემი ორგანიზებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2024 წლის 17 ივნისს ახალგაზრდული ფორუმი 2024 გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას, ჩემი პროექტის ,,აირჩიე პროფესიას" მონაწილეები იღებდნენ.
ფორუმს ესწრებოდა 30-ზე მეტი ახალგაზრდა.
ფორუმის მთავარი თემა გახლდათ - თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ხელშეწყობა პროფესიის არჩევის დროს.
ფორუმის მიზანი: პროფორიენტაციის შესახებ ახალგაზრდების ცნობადობის ამაღლება იყო.
პრობლემა: ახალგაზრდების ნაკლები ინფორმირებულობა პროფორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
უშუალოდ ფორუმის მიმდინარეობა:
1. ფორუმის თემატიკის შერჩევა და მისი ორგანიზება. - 3 საათი
2. ფორუმის ფარგლებში წარსადგენი პრეზენტაციების, ფოტო სლაიდებისა და ვიდეოების მომზადება. - 3 საათი
3. ფორუმის სივრცის მოწესრიგება, დეკორაციების დამზადება და სპეციალური აღჭურვილობის, როგორიცაა: ლეპტოპი, პროექტორი... მომზადება. - 3 საათი
4. ფორუმის მსვლელობა: პირველი პრეზენტაცია- პროექტი ,,აირჩიე პროფესიას" წარდგენა, მისი მიზნებისა და ამოცანების ახალგაზრდებისთვის გაცნობა. - 30 წუთი
5. პრეზენტაცია მეორე - ახალგაზრდული სივრცე GAME ზონის შესახებ, მისი შექმნისა და დაარსების მიზეზები და არსებული შესაძლებლობები. - 30 წუთი
6. პროექტი ,,აირჩიე პროფესია"-ს მონაწილეების შთაბეჭდილებების გაზიარება - 30 წუთი
7. თამაში Kahoot-ი - პრეზენტაციებში არსებული საკითხებიდან გამომდინარე შექმნილი ქვიზი, რომლის გამარჯვებულსაც გადაეცა საჩუქრად წიგნი. - 30 წუთი
8. მოწვეულმა წარმატებულმა და აქტიურმა ახალგაზრდებმა : ბუბა ლაბაძემ, თათა ჩუბინიძემ და ნინო ჯაბიძემ ისაუბრეს პროფორიენტაციის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე, პროექტ-პროგრამებსა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე. - 2 საათი
ფორუმის ძირითად ნაწილს ვუძღვებოდი მე, ხოლო დანარჩენს ჩემი პროექტის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ფორუმის დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროექტი ,,აირჩიე პროფესიას" მთავარი შედეგი კი ისაა, რომ ახალგაზრდებმა ეტაპობრივად პროექტების დაგეგმვა\განხორციელება დაიწყეს და ერთ-ერთი მთავარი აქტივობა ,,ახალგაზრდული ფორუმი" ჩემთან ერთად წარმატებულად ჩაატარეს.
