სენაკის ტექნოპარკში გაიმართა პროექტი "ახალგაზრდა STEAM ინოვატორები სამეგრელოს რეგიონისთვის" 10-დღიანი თავგადასავალი, რომელიც საინტერესო ლექციებს, ჯგუფურ სამუშაოებსა და ნამდვილ იდეათონს მოიცავდა. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამაყე კი ის არის, რომ ჩვენმა გუნდმა პროექტზე "Quick Bite" (სამზარეულოს რობოტი-ასისტენტი) I ადგილი დავიკავეთ და "სამეგრელო-ზემო სვანეთის ინოვატორების" ტიტული მოვიპოვეთ.
პროექტის განმავლობაში შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი, უმაგრესი ექსპერტები, გამოცდილება და რაც მთავარია, გამარჯვების დაუვიწყარი ემოციები.