პროექტის აღწერა"Save the children International"-ისა და ძდექ - მცხეთა-მთიანეთის ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ერთობლივი ძალისხმევით ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჩავუტარე მოსწავლეებს. ბავშვების ხმა უმნიშვნელოვანესია უკეთესი მომავლის შექმნისთვის. პრეზენტაცია ეხებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს. განვიხილეთ მდგრადი განვითარების 6 ძირითადი მიზანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე ზემოქმედებს. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ატარებს საქართველო, რომ 2030 წლისთვის შედარებით უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ. ბავშვები "მცხეთა-მთიანეთის ძალადობისგან დაცვის ქსელის კომიტეტის" მხარდაჭერით აფასებდნენ საქართველოს პროგრესს SDG-ების მიმართულებით. პრეზენტაციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა უკეთ შეაფასეს საკუთარი როლი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.
