მოხალისის შესახებ
მოხალისეობა ჩემთვის მხოლოდ კეთილი საქმის კეთება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა, შესაძლებლობა და გზა, რომლითაც დადებითი ცვლილებების ნაწილი ვხდები. მოხალისეობა ჩემთვის არის ხელის გაწვდენა მათთვის, ვისაც სჭირდება დახმარება, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის თვითგანვითარების, გამოცდილების შეძენისა და აქტიური საზოგადოების წახალისების საუკეთესო გზა. ეს ჩემთვის ნიშნავს ინიციატივას, აქტიურობასა და იმ ცვლილებების შექმნას, რომლებსაც თავადაც ვესწრაფი. მსურს, ჩემი ცოდნა, ენერგია და დრო მივმართო სასარგებლო საქმისთვის, რადგან მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა.