2024 წლის 22 მაისს ჩემს კლასელებთან ერთად გაკვეთილი ჩავუტარე მე-5 კლასის მოსწავლეებს ქართული ენის მართლწერასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული იყო 16 მოხალისე. გაკვეთილისთვის ვემზადებოდით ერთი კვირა და შემდეგ უკვე ჩავატარეთ გაკვეთილები სამ კლასში. დღეს, სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა საფუძვლიანად არ იცის ქართული ენის გრამატიკა და სიტყვის სწორი ფორმები, თუმცა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი კულტურის ნაწილია და არ უნდა დაიკარგოს ან დამახინჯდეს ქართული სიტყვები. ჩვენი მიზანი იყო, რომ ბავშვებისთვის არსებული ცოდნა განგვემტკიცებინა სახალისო და საინეტესო გაკვეთილით. შედეგად 60-მა მოსწავლემ ამომწურავად გაიგო ქართული ენის მართლწერის საკითხები, რომლებიც, როგორც აღნიშნეს, არასდროს დაავიწყდებათ მთელი ცხოვრების მანძილზე.
