პროექტის დეტალი

,,დემოკრატია იწყება შენი ხმით"

გამოყვეყნების თარიღი: Oct 07, 2024 ჩართული მოხალისეები: 30 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 12 აპრილს ბაღდათის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში შევხვდი 6-7 კლასის მოსწავლეებს. ამ შემთხვევაში, ვთანამშრომლობდი ბაღდათის მეორე საჯარო სკოლასთან. აღნიშნულ შეხვედრაზე მოსწავლეებს ვესაუბრე შემდეგ საკითხებზე: დემოკრატია, დემოკრატიის საფუძვლები, ცნება დემოკრატია, მისი პრინციპები, მმართველობის სამი შტო და სხვა. შეხვედრაში მონაწილეობას 30-ზე მეტი ახალგაზრდა იღებდა.

პრობლემა: მმართველობის სისტების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.

მიზანი: მოსწავლეებში მმართველობის ფორმების, ხელისუფლების შტოების, დემოკრატიის საფუძვლების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

უშუალოდ პროექტის მიმდინარეობა:
1. დირექტორთან და სასწავლო ნაწილთან შეთანხმება პროექტთან დაკავშირებით. - 30 წთ
2. პრეზენტაციების მომზადება. - 1 სთ
3. სივრცის მოწესრიგება, - 30 წთ
4. შეხვედრის მიმდინარეობა: 
1. დემოკრატიის საფუძვლების განხილვა.
2. ცნება დემოკრატიის, როგორც ხალხის მმართველობის გაცნობა.
3.ხელისუფლების სამი შტოს: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების განხილვა.
5. გარდა პრეზენტაციის ნაწილისა, ახალგაზრდებმა გუნდურად იმუშავეს საკითხზე, თუ როგორ უნდა განავითარონ და გაავრცელონ საკუთარ სკოლაში დემოკრატია. - 2 სთ
6. გუნდებმა რიგრიგობით წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, იმსჯელეს, იდებატეს და საბოლოოდ ყველაზე კრეატიული გუნდი გამოავლინეს. - 30წთ

საბოლოოდ, ახალგაზრდებმა მიიღეს ძალიან საინტერესო საკითხების შესახებ ინფორმაცია. გაეცნენ დემოკრატიის საფუძვლებს, დაფიქრდნენ საკუთარ სკოლაში დემოკრატიის გაძლიერების გზებზე და შეადგინეს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეუძლიათ, თავად დემოკრატიის გავრცელება და მისი ხელშეწყობა სკოლაში. 

შეხვედრის მიმდინარეობა  დემოკრატიის პრინციპების შესახებ საუბარი   ცნება ,,დემოკრატია