ვარ ონლაინ აკადემია "გაანათლე საქართველოს" თანადამაარსებელი, რომელიც შეიქმნა 2024 წლის ოქტომბერში. ვფიქრობ, ძლიერი სახელმწიფოს საძირკველი კარგი განათლებაა, ამიტომ გვინდა, რომ ქართველ ბავშვებს დავეხმაროთ განათლების მიღებაში.
ბევრს სურს სწავლა და განათლების მიღება, თუმცა გარემო პირობები არ უწყობს ხელს, მაგალითად, არაკვალიფიცირებული მასწავლებლები, როლმების ვერ აწვდიან ბავშვს ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენაზე ან სკოლის გარემო და მოტივაციის არქონდა. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არის შემთხვევები, როცა კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა და არ აქვს კლასში კონტაქტი თანატოლებთან. გარდა ამისა, რას ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში გავრცელებულია ტუტორებთან მომზადების კულტურა, რადგან სკოლაში ვერ იღებენ გარკვეულ ცოდნას. ეს საკმაო ფინანსებს მოითხოვს, ბევრს კი არ აქვს ამის შესაძლებლობა. ზოგ მოსწავლეს არ აქვს თავდაჯერებულობა, რომ გაკვეთილზე ხელი აიწიოს და დასვას კითხვა, რაც აინტერესებს ან ვერ გაიგო, (ეს ადამიანისთვის და მითუმეტეს, ბავშვისთის სრულიად ნორმალურია), შესაბამისად, ვერ იგებს თემას სრულად. ზოგს უბრალოდ უნდა, რომ თავისთვის საინეტესო საგანში უფრო და უფრო მეტი ცოდნა მიიღოს, დამატებით ისწავლოს ა.შ. სინამდვილეში განათლების მიღების უფლება ყველას აქვს და ყველასთვის უფასო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ჩვენი აკადემია კი მათ სთავაზობს 1 წლიან უფასო ონლაინ საგანმანათლებლო კურსების მთელი საქართველოს მაშტაბით, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მიიღონ განათლება მე-5 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით სასკოლო საგნებში (საგნების რაოდენობის არჩევაში შეზღუდულები არ არიან და შეუძლიათ ერთი წლის შემდეგ ისევ გააგრძელონ სწავლა შემდეგ კლასში გადასვლის შესაბამისად) ჩვენი მთავარი მიზანია მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება, მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდა მასწავლებლების საკითხის აქტუალიზაცია. გვყავს მოხალისე მასწავლებლები, რომლების არიან საშუალო კლასის წარმატებული წარმომადგენლები და სტუდენტები. გარდა მოსწავლეების განათლებისა, მასწავლებლებსაც საშუალებას ვაძლევთ მიიღონ გამოცდილება და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
3 კვირის მანძილზე უკვე მივიღეთ მოსწავლეების 35-ზე მეტი აპლიკაცია: თბილისიდან, რუსთავიდან, კახეთიდან (დედოფლისწარო), აჭარიდან (ბათუმი), გურიიდან (ოზურგეთი), სამეგრელო-ზემო სვანეთიდან (ზუგდიდი, ხობი, ჩხოროწყუ); და 20-ზე მეტი მოხალისე მასწავლებლის აპლიკაცია, რაც მოკლე დროში უკვე დიდი მაჩვენებელია.
გაკვეთილების ჩატარება უკვე დაიწყო. ამ პროექტის შედეგად, უამრავი ბავშვი მიიღებს განათლებას, მასწავლებლები და მიიღებენ გამოცდილებას და ორივე მხარე შეიძენს ახალ უნარებს.


