11 აპრილს პროექტის ფარგლებში "ახალგაზრდა ლიდერები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ" დაბა ჟინვალის საჯარო სკოლაში ჩატარდა ეკო-ვორქშოფი "ადამიანი და გეოგრაფიული გარემო", რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ეკო-ვორქშოფს ესწრებოდა დაბა ჟინვალში მცხოვრები 11-17 წლის ახალგაზრდები.
პრეზენტაციისას განვიხილე ისეთი თემები, როგორებიცაა: პროექტის მიზანი, როგორ დაიწყო და განვითარდა ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირი, რა არის გეოგრაფიული გარემო, ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის ევოლუცია, რა როლს ასრულებს გეოგრაფიული გარემო კაცობრიობის ისტორიაში, საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის დამოკიდებულება ბუნების მიმართ, როგორ ითვისებს ადამიანი გეოგრაფიულ გარემოს, გეოგრაფიული გარემოს სახეები, ნივთიერებათა ცვლა საზოგადოებასა და გარემოს შორის, რა გავლენას ახდენს გეოგრაფიული გარემო ნოოსფეროზე და სხვ.