პროექტის დეტალი

ევროპის ფარიკაობის ჩემპიონატი

გამოყვეყნების თარიღი: Aug 25, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 20 Feb, 2026 - 27 Feb, 2026 ჩართული მოხალისეები: 30 მოხალისეობრივი საათი: 118
პროექტი

პროექტის აღწერა

ევროპის ფარიკაობის ჩემპიონატი ჩემთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რადგან სწორედ ეს იყო პირველი ასეთი მასშტაბური პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე.ჩვენი სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყებოდა და საღამოს 11 საათზე სრულდებოდა. ეს პროექტი იმით იყო გამორჩეული, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, თავი გვეცადა თითქმიდან ყველა პოზიციაზე: აკრედიტაციების გაცემა, კამერებთან მუშაობა, სპორტსმენებთან კომუნიკაცია, მათი აღჭურვილობისა და ხმლების შემოწმება. პირდაპირი შეხება გვქონდა როგორც ფედერაციასთან, ისე უშუალოდ მონაწილეებთან, რამაც ურთიერთობები კიდევ უფრო უშუალო და მარტივი გახადა.განსაკუთრებით საპასუხისმგებლო კამერასთან მუშაობა აღმოჩნდა რადგან თამაშის ყოველი წამი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და თითოეულ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს პროექტი ჩემთვის ყოველთვის დარჩება უდიდეს პასუხისმგებლობად და პირველ დიდ კარად სპორტულ სამყაროში!