პროექტის დეტალი

,,განვითარდი პიროვნულად"

გამოყვეყნების თარიღი: Sep 21, 2024 ჩართული მოხალისეები: 15 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში დავწერე და მოვიპოვე დაფინანსება პროექტ ,,განვითარდი პიროვნულად"-ზე.

პრობლემა: ახალგაზრდები არიან დემოტივირებული, არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, არ აქვთ დისციპლინა და ამავდროულად, მათი პიროვნული ზრდა-განვითარება შეჩერებულია.

პროექტის მიზანი გახლდათ: ახალგაზრდების პიროვნული განვითარება.

პროექტის ამოცანები იყო:
1. ახალგაზრდებში უწყვეტი გაუმჯობესებისა და თვითდისციპლინის კულტურის ჩამოყალიბება
2. გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
3. ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და მათი ინდივიდუალური წინსვლა და ზრდა

პროექტის ფარგლებში 6-7-8 სექტემბერი, მთლიანი დღეები დაიტვირთა ტრენინგებითა და სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც დაფინანსებით სხვადასხვა ლოკაციებზე ხორციელდებოდა. 

უშუალოდ პროექტის მიმდინარეობა:
1. პროექტის დაწერა, ინიციატივების კონკურსში მონაწილეობის მიღება და პროექტის მერიაში გაგზავნა. - 9 საათი
2. პროექტის შესახებ გასაუბრების გავლა მერიაში და დაწერილი პროექტის განხილვა. - 1,5 საათი
3. დაფინანსების მოპოვების შემდეგ, სააპლიკაციო ფორმის შექმნა და მისი სოციალურ ქსელებში განთავსება, ამავდროულად მონაწილე ახალგაზრდების შერჩევა. - 2 საათი
4. დღე 1 - პირველი დღის შეხვედრის თემატიკები: აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, SWOT ანალიზი, წარმატების გასაღებები და პოზიტიური აზროვნების ძალა. მთლიანი დღე 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ასევე დატვირთული იყო სხვადახვა შემეცნებითი ენერჯაიზერითა და აქტივობით. - 8 საათი
5. დღე 2 - მეორე დღის შეხვედრის თემატიკები: ადამიანის უარყოფითი ჩვევები, პროკრასტინაცია, მადლიერება, დროის მენეჯმენტი, მოტივაცია და დისციპლინა და სიზარმაცის დაძლევის ტექნიკები. მეორე დღეც 11:00 საათიდან 19:00 საათამდე დატვირთული იყო აქტივობებით. - 8 საათი
6. დღე 3 - მესამე დღის შეხვედრის თემატიკები: ჩვენი კომპეტენციები, არაფორმალური, ინფორმალური და ფორმალური განათლების სახეები, პროექტების წერა, გუნდური მუშაობის სპეციფიკა და ინიციატივების განხორციელება. წინა ორი დღის მსგავსად, მესამე დღეც 11:00 საათიდან 19:00 საათამდე დატვირთული იყო გასართობი და ამავდროულად მრავალფეროვანი აქტივობებით. - 8 საათი

პროექტის შეხვედრებს სამი დღის განმავლობაში ძირითადად ვუძღვებოდი მე, ხოლო ჩემთან ერთად, ახალგაზრდებთან მუშაობდნენ ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე ბუბა ლაბაძე და სპეციალიზებული ახალგაზრდული მუშაკი - თეონა ფახურიძე. 

საბოლოო ჯამში, პროექტის მონაწილეებმა შეძლეს საკუთარ თავში მოტივაციის პოვნა, გაიჩინეს ახალი მეგობრები, იპოვეს ახალი შესაძლებლობები, განიტვირთნენ უცხო გარემოში და მიიღეს ბევრი სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა საკითხის შესახებ, როგორიცაა: უარყოფითი ჩვევები, მედიტაცია, სიტყვები- რომელიც ჩვენს თავს არ უნდა ვუთხრათ, მოტივაცია და დისციპლინა, პოზიტიური აზროვნების ძალა და სხვა.

რა გვიშლის ხელს წარმატების მიღწევაში, პოზიტიური აზროვნების ძალა და მსგავსი საკითხების განხილვა  სახალისო ენერჯაიზერებიგანვითარებისა და სიზარაცის დაძლევის ტექნიკები  პროექტების წერის შესახებ გუნდური სამუშაოებიუარყოფითი ჩვევების, მადლიერებისა დადროის მენეკმენტის განხილვა   გასვლითი შეხვედრა ალისმერეთში, სხვადასხვა მრავალფეროვანი თემატიკით, როგორიცაა: წარმატების გასაღებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობის მნიშვნელობა...  ახალგაზრდულ მუშაკთან- თეო ფახურიძესთან ერთად განათლების სახეებსა და ადამიანის კომპეტენციების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება  ახალგაზრდების დასკვნით შეხვედრაზე მუნიციპატიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაჯილდოების ცერემონია