პროექტის დეტალი

გაცვლითი პროგრამები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2024 ჩართული მოხალისეები: 17 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 24 ოქტომბერს, ახალგაზრდულ სივრცე GAME ზონასთან თანამშრომლობით, ამავე სივრცეში ახალგაზრდული საბჭოს განათლების კლუბის ხელმძღვანელობით, დავგეგმე საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოწვეული გვყავდა ორი სპიკერი, ერთი ადგილობრივი (მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებული) და მილენა გეორგიადოუ ( ერასმუს + პროგრამების მონაწილე).

პრობლემა: ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის დეფიციტი. 

შეხვედრის მიზანი: გაცვლითი პროგრამებისა და ახალი შესაძლებლობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება. 

უშუალოდ პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესი:
1. პროექტის გაწერა, სპიკერების მოძიება, სარეგისტრაციო ფორმის შექმნა, სივრცისა და ინვენტარის მოძიება. - 3 სთ
2. სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე რეგისტრირებულ ახალგაზრდებთან დაკავშირება. - 30წთ
3. წინასწარ, შეხვედრამდე ერთი საათით ადრე ახალგაზრდულ სივრცეში მისვლა, მისი მოწყობა, პროექტირისა და სხვადასხვა საჭირო რესურსის მობილიზება. - 1სთ
4. უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობა: 1. მარიამ ნაკაშიძე, რომელმაც ისაუბრა მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაზე. მარიამმა ახალგაზრდებს გაუზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები, სირთულეები და დადებითი მხარეები ამერიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებით, დაწვრილებით ესაუბრა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის შესახებ და ახალგაზრდებს მისცა რჩევები, რომლებიც აპლიკაციის შევსების დროს მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. - 1სთ
5. მილენა გეორგიადუ, რომელმაც ისაუბრა ERASMUS + პროგრამების შესახებ, ახალგაზრდებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, მიმოიხილა არსებული შესაძლებლობები და პროექტ-პროგრამები. ამასთან ერთად, ახალგაზრდებს მისცა რჩევები, თუ რა უნდა გაითვალისწინონ გაცვლითი პროგრამების სააპლიკაციო ფორმის შევსების დროს და აუმაღლა მოტივაცია. - 1სთ

საბოლოო ჯამში, შეხვედრა გამოვიდა ძალიან საინტერესო, რადგან 21-ე საუკუნეში გაცვლითი პროგრამები დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ახალი შესაძლებლობებით, რომელშიც მომავალში მონაწილეობას ისინი აუცილებლად მიიღებენ. 

შეხვედრის პირველი ეტაპი, მისალმება, სპიკერების წარდგენა
 შეხვედრის მეორე ეტაპი, მარიამ ნაკაშიძე
უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობა
მეორე ეტაპი, შეხვდერა მილენა გეორგიადუსთან