პროექტი
პროექტის აღწერა
მსოფლიო ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში Helping Hand-ის მოხალისე ლუკა ტყაბლაძის ინიციატივით, სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის ექთანმა, თამარ ფანჩულიძემ, 7ა კლასის მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო პრეზენტაცია წარუდგინა. საუბარი იყო თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ცხოვრებას, რა უნდა მოვიმოქმედოთ ამისთვის. ნაჩვენები იყო თემატური ანიმაციური ფილმები, რამაც უკეთ დაანახა მოსწავლეებს მავნე ჩვევების უარყოფითი გავლენა. გაიმართა დიალოგიც, სადაც მივიდნენ დასკვნამდე რომ უბრალოდ ერთი სიტყვითაც შეგვიძლია ადამიანებმა ერთმანეთს გავუხალუსოთ ცხოვრება.