პროექტის დეტალი

მსოფლიო პარაძიუდო

გამოყვეყნების თარიღი: Aug 25, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 24 May, 2026 - 26 May, 2026 ჩართული მოხალისეები: 16 მოხალისეობრივი საათი: 36
პროექტი

პროექტის აღწერა

მსოფლიო პარაძიუდოს ჩემპიონატი ჩემთვის სრულიად განსხვავებული, საინტერესო და ახალი გამოცდილება აღმოჩნდა. ღონისძიებას მსოფლიო პარაძიუდოსა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რის გამოც თითოეულ წამს და დეტალს, როგორც მოხალისისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობა და მნიშვნელობა ენიჭებოდა.
დილის 8-იდან საღამოს 8 საათამდე ჩართულები ვიყავით პროცესში ვაკვირდებოდით თითოეულ ორთაბრძოლას და პირადად ვცილებდით სპორტსმენებს ტატამიდან. ჩემთვის ყველაზე ემოციური მაინც დაჯილდოების ცერემონია აღმოჩნდა, ჩემი თვალით ვხედავდი გამარჯვებულთა ემოციებს, მიმყავდა სპორტსმენები სცენამდე და გადავცემდი მათთვის კუთვნილ ჯილდოებს.
ამ პროექტმა კიდევ უფრო გამიმყარა სურვილი, მომავალშიც აქტიურად ვიყო ჩართული მსგავს მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებში და უკვე ვგეგმავ კიდეც შემდგომ ნაბიჯებს.