"მწვანე ჩემპიონების პროგრამის" ფარგლებში, CENN-ის ორგანიზებით, ფოთის GLOW კლუბმა უმაგრესი და ძალიან ნაყოფიერი დღე გავატარეთ
შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების სწორი მართვა და ეკო-ფემინიზმი. თეორიული ნაწილის შემდეგ კი ეკო-ხელოვნების მასტერკლასზე გადავინაცვლეთ, სადაც საკუთარი ხელით მოვხატეთ ეკო-ჩანთები და თერმო-ჭიქები
ამ აქტივობით კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ნარჩენების შემცირებისა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას. უდიდესი მადლობა დანიის მთავრობასა და UNDP-ის ამ შესაძლებლობისთვის ერთად შევქმნათ მწვანე მომავალი!