პროექტის დეტალი

პოეზიის საღამო

გამოყვეყნების თარიღი: Jun 03, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 30 Apr, 2026 - 30 Apr, 2026 ჩართული მოხალისეები: 18 მოხალისეობრივი საათი: 5
პროექტი

პროექტის აღწერა

წყალტუბოში ახალგაზრდული და შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელიც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და მოხალისეობრივი კულტურის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, წყალტუბოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, კულტურის სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს. შემოქმედებითი ნაწილის გარდა, მოხალისეებმა შეკრებილი საზოგადოებისთვის ქართული ფილმის ჩვენება, საინტერესო ინტერაქტიული თამაშები და გასართობი აქტივობები მოაწყვეს.

ახალგაზრდების მიერ საკუთარი ძალებითა და მოხალისეობრივად ორგანიზებულ საღამოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილე გია კვასტიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალგაზრდული, მოხალისეობრივი ინიციატივების მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ზაფხულის განმავლობაში კიდევ არაერთი მსგავსი შემეცნებითი და შემოქმედებითი საღამოა დაგეგმილი, რაც თემს კიდევ უფრო გაააქტიურებს.

ეს არაჩვეულებრივი საღამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რა დიდი ძალა აქვს ახალგაზრდულ ერთობასა და მოხალისეობრივ სულისკვეთებას საკუთარი ქალაქისთვის.